არქივი
All posts for the month ნოემბერი, 2011
ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის და მასაც ჩაუდენია ისეთი რამე ,რისთვისაც მისი მშობლები მას უბრაზდებოდნენ და ისინი ამ დროს ამას საშინლად აპროტესტებდნენ ,მაგრამ გადის დრო და როცა ეს ადამიანები თვითონ ხდებიან მშობლები ისინიც თავიანთი მშობლებივით იქცევიან .მაგალითად ბავშვი შეიძლება მხოლოდ იმიტომ დასაჯონ რომ ბაღში საჩმელი არ შეჩამა, ან თუნდაც ეზოში ფეხი რამეს წამოკრა და წაიქცა.გაინტერესებთ ეს რატომ ხდება ?იმიტომ რომ მათ გონიათ ამით ისინი თავიანთ შვილებს კარგს უკეთებენ, რადგან თვითონ ასე არიან გაზრდილები.მართლაც რომ ყველა მშობელი ერთ დროს ბავშვი იყო მაგრამ ეს ძალიან ცოტას ახსოვს და ჩვენი პრობლემაც ესაა უნდა გავითვალისწინოთ რომ პატარა ბავშვებიც ადამიანები არიან და ჩხუბით და ცემით არაფერი გამოვა . თუ მათ ასე ავღრზდით დიდი შანსია მათგან მოძალადე ჩამოყალიბდეს რადგან ძალიან ხშირად ბავშვები მშობლებს ბაძავენ და თუ მათ მივაჩვევთ რომ შვილის ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა ისინიც იგივეს გააკეთებენ.
ბავშვებზე ძალადობა მღელვარების საფუძველი ხდება მსოფლიოსთვის,რაც იწვევს მასზე ყურადღების გამახვილებას,ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ,ბავშვზე ძალადობა გახდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვების თემა.2000 წელს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაარსდა მსოფლიო დღე ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ,რომელიც აღინიშნება ყოველ 19ნოემბერს ,ბავშვთა უფლებების დღესთან (20ნოემბერი)ერთად,როგორც ორი განუყოფელი საკითხი,რომლებსაც ესაჭიროება სწრაფი და ეფექტური ქმედებები და პროგრამების შემუშავება.ეს დღე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით გორშიც ყოველწლიურად იმართება ღონისძიებები
ამასთან დაკავშირებით გავესაუბრე ეკა ქოთოლაშვილს საზოგადოება ,,ბილიკის,,ჟურნალისტური სტუდიის ხელმძღვანელს
-გამარჯობა.როგორც ვიცით ხვალ საერთაშორისო დღეა ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ რა ღონისძიებებს ატარებს თქვენი ორგანიზაცია ამ დღესთან დაკავშირებით?
-ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად ეხმიანება ამ დღეს ,წინა წელს ბავშვებთან გავაკეთეთ პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით,ვთხოვეთ დაეხატათ ძალადობის შესახებ გვქონდა დისკუსიებიგარდა ამისა გვაქვს ყოველწლიური ფესტივალი,,სამყარო შენი თვალით,,სადაც მოზარდები ქმნიან ფილმებს და ამ თემასთან დაკავსშირებით შექმნილია რამდენიმე ფილმი
-დღეს ქ.გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო ლექცია-სემინარი რა თემაზე იყო ის და რას ემსახურებოდა?
-ჩვენს ორგანიზაციაში მოწვეულები იყვნენ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის ფილიალის,, წარმომადგენელი და ახალგაზრდა იურისტტა გორის ასოციაციის წარმომადგენელი რომლებიც ბავშვებს ესაუბრნენ ზალადობის შესახებ თუ რა გზებს შეიძლება მიმართოს მსხვერპლმა თუ ის ძალადობის მსხვერპლია გარდა ამისა მოეწყო ფილმების ჩვენებაც.
ჩვენი რესპონდენტი, 35 წლის ქალბატონი, მის ოჯახში არსებულმა სიტუაციამ ნევროზითა და დეპრესიით სერიოზულად დააავადა. საბოლოოდ ქმრისა და ძმისაგან სიცოცხლე ისე გაუმწარდა, ძალადობის ცენტრს დაუკავშირდა და სამ შვილთან ერთად თავშესაფარში გადაიყვანეს.
მას 15, 13 და 11 წლის შვილები ჰყავს. მისი 13 წლის გოგონა კარგად მღერის და ფართო საზოგადოებამ სულ ახლახან ერთ–ერთ შოუში იხილა. პატარა მომღერლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან თავად არ სურს, მისი ოჯახის ისტორია საჯარო გახდეს. ამავე მიზეზით მის დედას სტატიაში სახელი შევუცვალეთ.
მარი: აფხაზეთიდან ვართ ლტოლვილები. თბილისში რომ ჩამოვედით, ერთ–ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. 20 წლის ვიყავი, მომავალმა მეუღლემ რომ მომიტაცა, მას არც ვიცნობდი. სასტუმროში თავის ნათესავთან მოვიდა სტუმრად და მე ფანჯარაში დამინახა. მერე გაუგია, ვინ ვიყავი. ორ კვირაში მანქანაში ჩამაგდო და წამიყვანა. პირველივე დღეს მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე და მშობლებს ვეხვეწე, წამიყვანეთ–მეთქი, მაგრამ ეს არაფრით გააკეთეს. ტრადიცია იყო ასეთი, ერთი ღამეც რომ ყოფილიყავი ბიჭთან, უკან აღარავინ მიგიღებდა. ჩემმა მშობლებმა აქეთ დამადანაშაულეს და წელიწადნახევარი ხმას არ მცემდნენ. ამიტომაც ჩავიკეტე საკუთარ თავში და დავკომპლექსდი. ჩემი ქმარი პათოლოგი იყო – ეჭვიანი, თან ნარკომანი… ისე ეჭვიანობდა, ფანჯრიდან გახედვის უფლებასაც არ მაძლევდა. შემთხვევით ვინმე თუ თვალს გამომაყოლებდა, ჩემზე იყრიდა ჯავრს. ძალიან დამთმობი ვარ, ჩემი მართვა ადვილად შეიძლება. ყოველდღე სკანდალებსა და ცემას თითქმის მივეჩვიე. ბოლოს გამოვიფიტე, ძალა აღარ მქონდა. მაიძულებდა, ფული მეშოვა, რომ თვითონ მორფი გაეკეთებინა.
– ფანჯრიდან გადახედვის ნებას თუ არ გაძლევდათ, ფული სად უნდა გეშოვათ?
– თავიდან თავის მშობლებს ატერორებდა. მერე რომ დაინახა, მე შემეძლო ჩემი მშობლებისა თუ ნათესავებისთვის ფული მეთხოვა, მაძალებდა. თან სახლიდან ჩაფუთნული უნდა გავსულიყავი, რაც შეიძლება მოუწესრიგებელი უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემთვის არავის შემოეხედა. ერთხელ მითხრა, ბევრჯერ მიფიქრია, რომ მომეკალი და ის საფლავი ხომ მხოლოდ ჩემი იქნებოდაო. ერთხელ ტყეში წამიყვანა მოსაკლავად, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩი.
– ეს როგორ მოხდა, რის გამო გსჯიდათ?
– ჩემი გოგონა მღერის და ფონოგრამა ჩავუწერე. ბავშვს მასწავლებელთან დავყვებოდი, მაგრამ ქმრისგან სასტიკად ვიყავი გაფრთხილებული, რომ რომელიმე მამაკაცს შემთხვევითაც კი არ უნდა დავლაპარაკებოდი. ფონოგრამის ჩასაწერი ფული დედაჩემმა მომცა. იმ დღეს ვისთვისაც უნდა გადამეცა ფული, ის გოგო ადგილზე არ დამხვდა და იქ მყოფ ბიჭს დავუტოვე. რომ დავბრუნდი სახლში და მკითხა, სად იყავიო, ყველაფერი ვუთხარი. ახლავე დედაშენთან დარეკე და გამაგონე მისი ხმა, რამდენი მოგცაო. დავურეკე დედას და ვკითხე, დედა, რამდენი მომეცი–მეთქი… მერე გააგრძელა დაკითხვა, ფული ვის მიეციო. იქ რომ გოგო მუშაობს, იმას–მეთქი. ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა, რომ ის გოგო ენახა. გზაში ვუთხარი, ის გოგო გასული დამხვდა და ბიჭს მივეცი–მეთქი… ტყეში წამიყვანა და ელექტროშოკით მაწამა. ტვინის შერყევა მქონდა, რადგან თავში ცულის ტარი მირტყა. არავის ვუთხარი, რომ ჩემს ძმას და ქმარს ერთმანეთი არ დაეხოცათ. მიყვიროდა, მითხარი, რა გაქვს გაკეთებულიო. მზად ვიყავი, რაც არ გამიკეთებია, ისიც კი მომეყოლა, ოღონდ თავი დაენებებინა. ხელ–ფეხი მთლიანად დალურჯებული მქონდა.
არასოდეს მყვარებია, მაგრამ მის მიმართ ზიზღი ყოველდღიურად მიმძაფრდებოდა. საშინლად უზრდელი იყო, სულ იგინებოდა. 15 წელი ვიყავით ერთად და ამ ხნის მანძილზე არასოდეს უმუშავია. სახლში მაკაროვის სისტემის იარაღი ჰქონდა. როცა კაიფში იყო და თავში რაღაც წამოუვლიდა, ჩემი დედამთილ–მამამთილი თავს შველიდნენ და სახლიდან გარბოდნენ. მე კი შვილებს გადავეფარებოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, ტყვია არ გავარდნოდა. გადატენილ იარაღს ცხვირწინ მიტრიალებდა. ამ ყველაფერმა ფსიქიკა დამინგრია. ძალა აღარ დამრჩა, გავნადგურდი! ახლა პატარა ნერვიულობაც კი სტრესში მაგდებს. წლების განმავლობაში მისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი. ბოლოს უკვე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ჩვენი თანაცხოვრება ერთ–ერთის სიკვდილით დამთავრდებოდა. დედა რომ ხედავდა, რა დღეში ვიყავი, რასაც შოულობდა, მე მაძლევდა, რომ იმას წამალში დაეხარჯა. შვილები მეუბნებოდნენ, საჭმლის ფული მიეცი, ოღონდ მაგან არ იყვიროსო და ამის გამო მე და ბავშვებს ხშირად უჭმელებს დაგვიძინია.
– ბავშვებსაც სცემდა?
– კი. მასთან რომ დავრჩენილიყავი, ჩემი შვილები არანორმალურები გაიზრდებოდნენ. მათ ისედაც მოშლილი აქვთ ფსიქიკა. თან გარდატეხის ასაკში არიან. ჯერ წამალს გაიკეთებდა, მერე საძილე საშუალებებს მიაყოლებდა, მერე – სასმელს და იწყებდა მუშტების ქნევას. ბავშვები მე რომ გადამეფარებოდნენ, მათაც ურტყამდა. ყოველდღე ვფიქრობ, მისგან ერთი კარგი რამე მაინც მომაგონდეს–მეთქი და ვერაფერს ვიხსენებ. პირველ შვილზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, რაღაცაზე გაბრაზდა, იყვირა, შენნაირი გველი უნდა გააჩინოო და მცემა. თაფლობისთვის მაგივრად შხამობისთვე მომიწყო. თავის ძმაკაცებზე ეჭვიანობდა.
ერთხელ მომთხოვა, ფულის საშოვნელად წავსულიყავი, არადა გოგონას უნდა გავყოლოდი მუსიკაზე. თუ გინდა, ჩემს შვილს დიდი ტკივილი მიაყენო, უნდა უთხრა, მუსიკაზე არ წახვალო. ბავშვმა ტირილით ჩაილაპარაკა, დეგენერატიო და ეს მამამისმა გაიგონა. დაეწია, დანა ამოიღო, ბავშვი სადარბაზოში ძირს დააგდო და ყელზე მიაბჯინა. ვიცი, არაფერს უზამდა, მაგრამ ბავშვი ამას ხომ ვერ მიხვდებოდა. კივილი დაიწყო, მამა, არ მომკლაო. როცა მივხვდი, ვიღუპებოდი და შვილებსაც ამ დღეში ვაგდებდი, ვარჩიე, პოლიციისთვის მიმემართა. ჩემმა მეგობარმა თავის ახლობელ პოლიციელს უთხრა, რომ სახლში იარაღს ინახავდა და ჩემი ქმარი დააკავეს.
მხოლოდ ქმარი კი არა, ყველგან და ყოველთვის ყველა ჩემი უფროსია. ის რომ ციხეში იყო, ჩემი გოგონა მოსკოვში, საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წავიყვანე. ადვოკატი შევიდა ციხეში და მოელაპარაკა, რომ ბავშვის მოსკოვში წაყვანის უფლება მოეცა. ჩემი ძმა მეუბნებოდა, არ გაბედო და შენ არ გაჰყვეო. მაინც წავყევი, აბა, მარტო როგორ გამეშვა?! მუსიკალური სტუდიიდან ერთმა ქალბატონმა დააფინანსა და წავედით. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, შენ ჩემთვის მოკვდიო.
როცა მოსკოვიდან ჩამოვედი, გადავწყვიტე, ქმრის სახლში აღარ მეცხოვრა. საპატიმროდან 6 თვეში უნდა გამოსულიყო და მანამდე უნდა მეშველა თავისთვის. თან დედამთილთან მომივიდა შელაპარაკება.
– ალბათ გსაყვედურობდათ, რატომ დააჭერინე ჩემი შვილიო.
– ჩუმად არაფერი გამიკეთებია. ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი და პირიქით, მაძალებდა კიდეც, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. მამამთილმაც იცოდა. ერთი პატარა, საშინელი ბინა ვიქირავე და გოგონაც თან წავიყვანე. ისე ცუდად ვიყავი, ვეცემოდი. პურის ფულიც არ გვქონდა და ხან ვინ გვეხმარებოდა და ხან – ვინ. ღმერთმა იცის, მე და ჩემმა გოგომ რამდენი ღამე გავატარეთ ტირილში. ჩემი ქმარი ციხიდან რომ გამოვიდა, მან და ჩემმა ძმამ გადაწყვიტეს, შვილები მამას წაეყვანა და მე მონასტერში წავსულიყავი. ძმამ მითხრა, ან ქმართან დაბრუნდები, ან მონასტერში წახვალ, ან თავი მოიკალიო. მონასტერში წასვლა არ მინდოდა და თავი რომ მომეკლა, ჩემს შვილებს ვინ მოუვლიდა?!
– თქვენი მშობლები რას ამბობენ ამ ყველაფერზე?
– მამა უკვე 11 წელია ინსულტიანი წევს. დედა ტირის და ნერვიულობს, მაგრამ ჩემს ძმას ვერ ეწინააღმდეგება. დედაჩემიც უსიყვარულოდაა გათხოვილი. მამაც ეჭვიანი იყო, მაგრამ არ ურტყამდა. დედას ესმის ჩემი, მაგრამ რა ქნას?! ბოლოს მე ძმასთან გადავედი და სამივე შვილი მამასთან ცხოვრობდა, მაგრამ გადავწყვიტე, გავქცეულიყავი და შვილებიც წამეყვანა. ძმას სახლში ვყავდი გამოკეტილი. ექიმმა დეპრესიისა და ისტერიული ნევროზის დიაგნოზი დამისვა. გაგიჟდა, ამ გოგოს რას ერჩითო. ძმა მეუბნებოდა, აფერისტობო. მერე ძალა მოვიკრიბე, ძალადობის ცენტრში დავრეკე და ჩემი ამბავი მოვუყევი. შვილებს მოველაპარაკე, რომ უნდა გავქცეულიყავით. ჩემების ოჯახი ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც სამარშრუტო ტაქსები არ დადის და ტყეშია სავალი. თავშესაფრის ადმინისტრატორმა, ინდირა რობაქიძემ დამირეკა და მითხრა, სად უნდა შევხვედროდი. ღმერთმა მომივლინა ეს ადამიანი. სახლიდან გამოპარვა გადავწყვიტე. დილაუთენია ავდექი და მაღლა ავუყევი ტყეს, რადგან თუ დამედევნებოდნენ, ზემოთ არ მომძებნიდნენ. ბავშვები ვითომ სკოლაში მიდიოდნენ, დაიჭირეს ტაქსი და ჩემკენ გამოემართნენ. ფული ბაბუას ჯიბიდან ამოიღეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. ორსაათნახევარი ტყეში ყინვაში გავატარე. როგორც იქნა, შვილებმა მომაგნეს და თავშესაფარში წავედით. ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც 15 წლისაა, ძალიან ცუდად იყო, სმაც დაიწყო, რადგან ფსიქოლოგიურად ვეღარ უძლებდა იმას, რაც ხდებოდა.
არ ვიცი, როგორ გადავუხადო ქალბატონ ინდირას სამაგიერო. მან საოცრება გააკეთა და ჩემი შვილები მდგომარეობიდან გამოიყვანა. ბავშვებს ისე უყვართ, რაც გინდა უთხრას, გაუგონებენ. ჩემი შვილი ბირჟას, ქუჩის ბიჭებს ჩამოშორდა. თავშესაფარში თავს დაცულად ვგრძნობ.
როგორც წესი, თავშესაფარში სამი თვე ცხოვრობენ. სამი თვე უკვე გავიდა, მაგრამ ჯერ არავინ გვეუბნება, რომ იქიდან უნდა წავიდეთ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მპირდებიან, რომ დამასაქმებენ. ჯერჯერობით ისევ ვმკურნალობ. ცოტას რომ მოვძლიერდები, მუშაობას დავიწყებ და ნორმალურად ვიცხოვრებ. მინდა, ყველაფერი დავივიწყო. ტირილს თუ დავიწყებ, იმდენი საშინელება მახსენდება, ვეღარ ვჩერდები.
– საკუთარ თავს ხომ არ იდანაშაულებთ?
– ყველაფერზე რომ თავს ვხრიდი, იმაში ვარ დამნაშავე. შეკამათებაც კი არ შემიძლია. ქალბატონი ინდირაც სულ მაგაზე მეჩხუბება, თავის დაცვა ისწავლეო.
– თქვენმა გოგონამ სად ისწავლა ასეთი კარგი სიმღერა?
– ღმერთმა რაც სხვა მხრივ დამაკლო, მისით ამისრულა. თავიდანვე საოცრად ნიჭიერი იყო. მეც ვმღეროდი, მაგრამ სცენაზე დგომის უფლებას ვინ მომცემდა?! ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავთხოვდი და ვიღა გამიშვებდა სასწავლებელში?! კომპიუტერი არ გვაქვს. ჩემს გოგონას თუ საშუალება მიეცემა, სიმღერებს ინტერნეტით სწავლობს. პერიოდულად, როგორც კი ფული გამომიჩნდებოდა, მასწავლებელთან ვატარებდი ხოლმე. ამასაც ჩუმად ვაკეთებდი. ხან ღვეზელებს ჩავაბარებდი და ხან – რას, რომ ჩემს ქმარს არ გაეგო, თორემ ძალიან მაგრად მომხვდებოდა. სულ არ აინტერესებდა, ბავშვი როგორ განვითარდებოდა. ეუბნებოდა, შენი ჭყიპინი სულ ფეხებზე მკიდიაო. მის არც ერთ კონცერტზე არ არის ნამყოფი. არადა შოუბიზნესში ჩვენს გოგოს ყველა იცნობს. იციან, რომ უძლიერესი მომღერალი იზრდება. ახლა როცა ეპატიჟებიან და მღერის, ცოტ–ცოტა ფულსაც უხდიან.
– მოსკოვიდან მაშინ რა შედეგით დაბრუნდით?
– გადაირივნენ, ისე იმღერა, მაგრამ გვითხრეს, ან რუსეთის სახელით გამოდით, ან 50.000 დოლარიანი სპონსორი იშოვეთო. სად ვიშოვიდი ამდენ ფულს?!
ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. მას არც საქართველოსთვის აუვლია გვერდი. ორგანიზაციაში, რომელიც ტრეფიკინგის მხსვერპლთა და დაზარალებულთა დაცვასა და დახმარებას ემსახურება, ცხელ ხაზზე დღეში დაახლოებით 100 ზარი შედის. აქედან დიდი ნაწილი – ოჯახური ძალადობის მსხვერპლთაგან. სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ გვემას და ზეწოლას არ ნიშნავს, ის შეიძლება იყოს მორალურიც, ფსიქოლოგიურიც. როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია.
იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ძალადობის ცენტრებს აკითხავენ, სპეციალურ თავშესაფრებში გადაჰყავთ. საქართველოში რამდენიმე ასეთი თავშესაფარია, რომელთაგან ზოგს სახელმწიფო, ზოგს კი კერძო სტრუქტურები აფინანსებენ.
საქართველოში ძალადობის შემთხვევებიდან უმეტესად გვხვდება:
ფიზიკური ძალადობა;
ფსიქოლოგიური ძალადობა;
სექსუალური ძალადობა;
ეკონომიკური ძალადობა;
სტრუქტურული ძალადობა;
ინტელექტუალური;
ოჯახური ძალადობა.
ძალადობრივი ქცევის ელემენტებია
დაშინება
მუქარა
ცემა
იზოლაცია
ემოციური ძალადობა
ეკონომიკური ძალადობა
სექსუალური ძალადობა
ბავშვების გამოყენება
მამაკაცის უპირატესობის გამოყენება
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, ეს ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა. მენტალიტეტის გამო იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება.
ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს.
საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცო ტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.
არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”საფარი”, რომლის დირექტორი, ნატო ზაზაშვილი ამბობს, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლს უფასოდ ეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრაში.
”როცა ჩვენთან მოდის კლიენტი, მასთან ვატარებთ ინტერვიუს, რის შემდეგაც ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას, იმაზე თუ რა სჭირდება კონკრეტულად ამ ადამიანს. მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ ადამიანის გადაწყვეტილების მიღებაში არ ვერევით, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით დასვენებაში, განტვირთვაში და იმაში, რომ დაინახოს არჩევანის გაკეთებისას ალტერნატივები. ყველა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს”, – აღნიშნა ნატო ზაზაშვილმა.
ისინი ყველაფრით ეხმარებიან მსხვერპლს, ვინც იურიდიულ დახმარებას საჭიროებს, აგზავნიან შესაბამის დაწესებულებაში. ეს იმიტომ, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს, ან უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მას მოძალადისგან დაიცავს.
ძალადობა უმეტესწილად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს, რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს. მშობლების დავა და ერთმანეთის ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვის ფსიქოლოგიაზეც აისახება. მას თავისი აგრესია დედმამიშვილზე, ცხოველზე ან თანატოლ მეგობარზე გადააქვს.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები – მამაკაცები. თუმცა, როგორც ქალბატონი ნატო ამბობს, ოჯახური ძალადობის ობიექტი შეიძლება ხანდაზმული მშობელი ან მამაკაციც გახდეს:
”თითქმის ყველა მოძალადე მსხვერპლიც არის ამავედროს, და თითქმის ყველა მსხვერპლი მოძალადეა. ვთქვათ, მამაკაცი ძალადობს ცოლზე, ცოლი შემდეგ ბავშვზე იძალადებს, ბავშვი კიდევ უმცროს დედმამიშვილზე, ან თუ არ ჰყავს, ცხოველზე ან თანატოლზე.
მსხვერპლი მამაკაცები უფრო ხშირად მოხუცები არიან. არამოხუც მამაკაცებზე თუ ვილაპარაკებთ, სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობა ქალის მხრიდან, მაგალითად არიან ქალები, რომლებიც ქმრებს წაუძახებენ, რომ არაფრის მაქნისი არა ხარ და ა.შ.”
ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე ამბობს, რომ ძალადობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ავნოს:
”ფსიქოლოგიური აშლილობების გარდა, მსხვერპლს შესაძლოა სომატური დაავადებებიც დაემართოს. მაგალითად, კუჭის დაავადება, ასევე, კანის დაავადება, ნერვული აშლილობები და ძილის დარღვევა. ამას გარდა, მათ ეკარგებათ საკუთარი თავის თვითშეფასება. მათი მე-კონცეფცია არის უარყოფითი”.
მსხვერპლთა კონსულტაციაზე, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი – ”სახლიც” – მუშაობს, რომელიც უცხოურ გრანტებს იღებს. ცენტრის წარმომადგენელი ნანა ხოშტარია ამბობს, რომ ”სახლი” ძირითადად დევნილებს და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ძალადობის მსხვერპლს ეხმარება.
როგორც რეაბილიტაციის ცენტრ ”სახლში”, ასევე, საფარშიც წელიწადში დაახლოებით 200-დან 250-მდე ადამიანი რეკავს და მიდის დახმარების სათხოვნელად. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ქალია, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცებიც მიდიან.
”იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახი დანგრევის პირას იყო და კაცის ინიციატივით დაიწყეს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. მან მოიყვანა თავისი ცოლი და ფსიქოლოგის დახმარებით ურთიერთობა დარეგულირდა”, – ამბობს ნანა ხოშტარია.
ძალადობის მსხვერპლს შეუძლია სახალხო დამცველსაც მიმართოს, ომბუცმენის აპარატში დაახლოებით ერთი თვეა, რაც შეიქმნა ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქალთა უფლებების დაცვაა.
”როდესაც მოდის ხოლმე მსხვერპლი, ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას უფლებებზე, თუ მას სჭირდება თავშესაფარი, ვაგზავნით სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რათა დაცული იყოს ქალთა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები”, – აღნიშნა ანა არგანაშვილმა.
საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.
გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური შეურაცხყოფა, რომელიც მოზალადის მიერ სხვაზე (მსხვერპლზე) კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 14 ათასზე მეტი ქალია მოკლული მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის მიერ, აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 4 მლნ. ქალი განიცდის ფიზიკურ შეურაცხყოფას მამაკაცების მხრიდან. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული, პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული; სექსუალური შეურაცხყოფა არის – გაუპატიურება, ქალისამი, როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა; ფსიქოლოგიური – განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა; ეკონომიკური – ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით. ოჯახური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და გენდერული ცენზურისა და თვითცენზურის გავლენის გამოხატულებაა. დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაშო არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოძალადობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოში ამგვარი კანონმდებლობა არ არსებობს, თუმცა ფუნქციონირებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და ასევე არსებობს არასამათვრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღდმეგ.
“მახსოვს 25 იანვარი იყო, ცივი საღამო. ტელევიზორს ვუყურებდით მე და დედა, დივანზე წამოწოლილები,
მამა განერვიულებული ჩანდა, ვიღაცის სატელეფონო ზარმა აუშალა ნერვები. შავი შარვალი, მწვანე სახლის ჩუსტები და თხელი ვარდისფერი ზედა მეცვა, ვფიქრობდი რა მეყიდა მამისთვის, მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
უცებ ყვირილი დაიწყო მამაჩემა, ჯერ მე მწვდა თმაში, მერე როცა დედა მოსახმარებლად მოვიდა, მამამ პატარა სკამი აიღო და მოუქნია სახეში, დავინახე როგორ შეესხა მინებს დედას სისხლი,ინსტიქტურად ძირს დაეცა, მამამ სკამის რტყმა გააგრძელა, ვხედავდი როგორ ესხმეოდა სისხლი იატაკს და როგორ ჩნდებოდა სისხლის მდინარეები, შოკში ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი. დედას ხელი მოვკიდე, ავაყენე და გარეთ გავიქეცით, მე და დედა ფეხშიშველები მივრბოდით ზამთარში, ვხედავდი როგორ ჩამოსდიოდა ცრემლებთან ერთად სისხლი სახეზე, მივრბოდით, მაგრამ არ ვიცოდით სად.. მე დედას ვაწყნარებდი, ვკანკალებდი, სიცივისგან კი არა, მეშინოდა. უკან ვიხედებოდი ხო არ მოგვზდევს მეთქი. როგორც იქნა დედას დაქალთან მივედით, დედა სავაადმყოფოში წაუყვანეს, მე სახლში მარტო დავრჩი და ვიჯექი ოთახის კუთხეში… “