ძალადობა ფიზიკურია და სულიერი. სხეულზე ძალადობა კანონით ისჯება, თუმცა ძალადობა სულზე ბევრად მტკივნეულია. ვინ არის მოძალადე ? ხშირად ის, ვისი ნიღაბიც ყველაზე მეტს იღიმის. თუმცა ძალადობა მხოლოდ ბოროტება არაა. ხანდახან ის ღრმად დაგროვილი ტკივილის გამოძახილია.
საზოგადოება რომ ყველაზე მკაცრია ამ ფაქტს ხშირად შევხვდებით. ხშირად ათას აზრში ყველაზე ალოგიკური მიიჩნევა ობიექტურად. მოზარდისაგან მოძალადეს მისი გარემო აყალიბებს. ადამიანები, პირობები, შესაძლებლობები, განუხორციელებელი მიზნები და ოცნებად დარჩენილი ოცნებები.
ოჯახში ძალადობა ყველაზე დიდი სისასტიკეა. რატომ იმართლებენ თავს იმით, რომ შვილის გაზრდისთვის ნებისმიერი ხერხი მისაღებია ? სულაც არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შიში სიყვარულს ქმნის. შიში უფრო ხშირად ზიზღს და ბოროტ იდეებს აყალიბებს ფსიქოლოგიაში, რომელიც თავს მაშინ იჩენს, როდესაც ბავშვი ბავშვი აღარ არის.
ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც იჩაგრები შენი სოციალური მდგომარეობის სისუსტის გამო. ძალადობაა, როდესაც გაიძულებენ ისწავლო და შეიყვარო ის, რაც შენამდე, დიდი ხნის წინათ შეიქმნა და რომლის შესახებაც თითქმის არაფერი იცი. როდესაც არ გაქვს არჩევანის საშუალება და იმედი, რომ რაღაცის შეცვლას შეძლებ.
ყველაზე ამორალური. სექსუალური ძალადობა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ? მდედრების სიმცირემ ? რაც მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია და რაც გაუპატიურების შემთხვევებს ზრდის ? თუ კიდევ უამრავმა მიზეზმა, რომელიც მოზარდებს და არამარტო მათ ცხოვრებას ურთულებს?
მოზარდი ისაა, ვინც ყველაფერზე უფრო მეტს, სხვანაირად ფიქრობს. ვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა იმისთვის რაც არ მოსწონს, ვისაც ყველაზე მეტი აინტერესებს, თუმცა საზოგადოება ახალგაზრდების აზრს ყოველთვის ნაკლებად განიხილავს და ითვალისწინებს.
ძალადობას ძალადობა ქმნის. უმიზეზოდ არ კლავენ და არ სძულთ. დამცინავი ტონიც კი წყენას იწვევს, წყენა ტკივილს. ტკივილი კი უნდა გაქრეს. ეს კი ძალის გამოყენებით მოხდება თუ ძლიერი ფსიქოლოგიით თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული.
შენ მოზარდი ხარ. მოზარდი, რომელიც უარყოფს ძალადობას. ის, ვისაც შეუძლია შეცვალოს სამყარო და იცხოვროს მშვიდად. არა მსხვერპლად და არა მოძალადედ.