ოჯახური ძალადობა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და მათ შორის საქართველოსი… ყველას შეეხო ეს პრობლემა, განუჩევლად ასაკისა, სქესისა და სიმდიდრისა. წლებია უკვე რაც ამ ფაქტის აღმოსაფხვრელად დიდი კამპანია მიმდინარეობს. მეც მინდა ჩემის მხრივ ჩავერთო და გარკვეული წვლილი შევიტანო. კერძოდ კი გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ რეკლამებს, რომლებიც გმობენ ამ სამარცხვინო საქციელს. მამაკაცებო ნუ იქნებით მოძალადენი… ქალებო, ნუ მიიყვანთ მამაკაცს ძალადობამდე… იცხოვრეთ მშვიდად და ჰარმონიულად.
დახმარება შესაძლებელია !
ყოველ წელს 1.6 მილიონ ადამიანზე მეტი ხდება ძალადობის გზით სიკვდილიდ მსხვერპლი. ადამიანები ხდებიან ფიზიკური, სექსუალური, ოჯახური, მორალური ძალადობის მზხვერპლინი. სამწუხარო სტატისტიკით ბავშვთა დიდი ნაწილი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
ოჯახური ძალადობა ყველგან ხდება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს ფაქტი ხშირად შეუმჩნეველი და რეაგირების გარეშე რჩება.
თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ნუ დააყოვნებთ და შეატყობინეთ ეს ფაქტი კომპედენტურ ორგანიზაციებს.