არქივი
All posts for the month იანვარი, 2012
- აშშ-ი მოძრაობა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყვეს, რომ ქალის მიმართ ძალადობა, როგორც ოჯახში ისევე საზოგადოებრივ დონეზე არის ეროვნული პრობლემა.¹ ამავე პერიოდში აშშ-ი იწყება ქალთა სერიოზული მოძრაობები, რომლებიც ძლიერ სოციალურ მოვლენად იქცა. დღეს-დღეობით აშშ-ი ყველაზე კარგად ორგანიზებული თავშესაფრების სისტემაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალთა მცირე რაოდენობა მიმართავს მას. 1977 წელს მინესოტაში შტატების მაშტაბით პირველად შეიქმნა სახელწიფოს დაფინანსებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, მომსახურების შესახებ აქტი. მინესოტაში შემუშავდა ასევე ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამა სახელწოდებით დულუსის მოდელი. დულუსი იყო პირველი ქალაქი, სადაც ოჯახში მოძალადეთა დაპატიმრების სავალდებული წესი ამოქამედდა. ასევე კალიფორნიაში მიიღეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრის შესახებ აქტი. თავშესაფარი მთლიანად ფანანსდებოდა ქორწინების ლიცენზიებიდან მიღებული თანხებით. ამ სისტემის შექმნამ ხელი შეუწყო პრობლემასთან ბრძოლას, პირველ რიგში იმით, რომ შეიკრიბა ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია. მალე ნათელი გახდა, რომ გარდაუვალი იყო საკანონმდებლო დონეზე მსხვერპლთა სასარგებლოდ პრობლემის დარეგულირება. 80-იან წლებში მთავარი ამოცანად იქცა სისხლისამართლებრივი შესაბამისი პასუხისმდებლობოს დაწესების, ქალთა დასახმარებლად პროგრამების შემუშავება და დაფინანსებისათვის ფონდების გამოყოფა. მთავარი მოვლენები 90-იან წლებში მოხდა, როცა 1990 წელს მიღებულ იქნა ქალის წინააღმდეგ ძალადობის ძირითადი ფედერალური აქტი, რომელიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფდა თავშესაფრებისათვის, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სწავლებისათვის, ასევე იმ დანაშაულთა პრევენციისათვის, რომელიც ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის ნიშნებს შეივაცდა. აქტი ძალაში შევიდა 1994 წელს, მნიშვნელოვნი იყო ის, რომ იგი მსხვერპლს საშუალებას აძლევდა მიეღო კინპენსაცია.
- 1995 წელს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აცილების დასჯისა და აღმოფხვრის შესახებ. ამავე წელს გამოქვეყნდა გაეროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც აშშ-ი ქალთა დაახლოებით 63% განიცდიდა მამაკაცის მხრიდან ძალადობის რომელიმე ფორმას, დომინირებდა ფსიქოლოგიური ძალადობა. 1990 წელს შეიქმნა ოჯახური ძალადობის ეროვნული ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც 100 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მსხვერპლს ერთდროულად შეეძლო მიეღო დახამარება.
-
საქართველოში 2002 წელის გამოკვლევების მიხედვით დაახლოებით ცხოვრობს 2 მლნ 300 ათს ქალი და 2 მლნ 49 ათს კაცი. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი მონაცემები ძალადობის მსხვერპლ ქალთა შესაძლო რაოდენობის შესახებ. ეს გამოწვეულია რამდენიმე სერიოზული ფაქტორით. საქართველოში მსგავსი ფაქტების დაკვალიფიცირება უმეტეს შემთხვევაში არასწორედ ხდებოდა, ამის გარდა ინფორმაციის მოკრებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავშესაფრებს. საქართველიში კი თავშესაფრების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ პრაკტიკულად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1994 წელს შეუერთდა ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას. ამ პრობლემაზე სახელმწიფო დონეზე სერიოზული მუშაობა საქართველიში 2006 წელს დაიწყო, როცა პარლამენტმა მიიღო ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი და დაამტკიცა გენდერული პოლიტიკის კონცეფცია.
- გაეროსდეკლარაციაქალთამიმართძალადობისაღმოფხვრისთაობაზე
მიღებულიქნა 1993 წლის 20 დეკემბერსკანადისინიციატივით. დეკლარაციაშიგანმარტებულია, რომძალადობაარისფიზიკურიდაფსიქოლოიურიზიანისმიყენებისმიზნითჩადენილინებისმიერიქმედება, რომელიცხორციელდებაროგორცსაზოგადოებრივ, ასევეპირადცხოვრებაში. დეკლარაციაშიდეტალურადაააღწერილი, თურასწარმოაგდენსფიზიკური, ფსიქოლოგიურიძალადობასქესობრივინიშნით, აღნიშნულია, რომძალადობაშეუთავსებელიადემოკრატიულღირებულებებთანდააუცილებელიაყველაზომისმიღებაძალადობისდასაძლევად, ზომებშიიგულისხმებაეროვნულიკანონმდებლობა, ძალადობისმსხვერლთადახმარებისქსელისშექმნადაძალადობისპროფილაკტიკისუზრუნველყოფა.
-
ოჯახში ძალადობის სხვა სახის ძალადობისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება.
-
დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია: 1. ეჭვიანობა 2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა 3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ – სცემოს ცოლი 4. ალკოჰოლური მდგომარეობა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.საბოლოოდ კი ამ ყველაფრის გამო ბავშვი ზარალდება მას ფსიქიკა უზიანდება და საბოლოოდ როცა იზრდება იგივე ძალადობას მიმართავს რასაც მისი მშობელი მიმართავდა ის დიდი შანსია გახდეს ლოთი ნარკომანი ან ქურდი . თუმცა გამონაკლისებიც ხდება მაგრამ ძალიან იშვიათად შემდეგ პოსტში მოგითხრობთ ერთი გოგონას ისტორიას რომელიც მამის ძალადობის მსხვერპლი გახდა მაგრამ ს საბოლოოდ მაინც გამოსწორდა (ფსიქოლოგების დახმარებით)
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2011-2012 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2011-2012 წლების სამოქმედო გეგმა (შემდეგში – სამოქმედო გეგმა).
2. სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა განახორციელოს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საბჭომ (შემდეგში – საუწყებათაშორისო საბჭო).
3. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სამთავრობო სტრუქტურებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ კვარტალური ანგარიშები წარუდგინონ საუწყებათაშორისო საბჭოს.
4. საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს ეთხოვოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა და თანამშრომლობა საუწყებათაშორისო საბჭოსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის უწყებებთან.
კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალადობრივ და შიშის ატმოსფეროში გაზრდილ ბავშვებში ონკოლოგიური დაავადების რისკი მეტია. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრები იმ ფსიქოსოციალურ ფაქტორებს იკვლევდნენ, რომლებიც კიბოს განვითარების რისკის მატებას იწვევს. გაირკვა, რომ ისეთ ადამიანებს, ვისაც ბავშვობაში მკაცრად ეპყრობოდნენ, ონკოლოგიური დაავადება უფრო ხშირად უვითარდებათ – ამ შემთხვევაში, რისკი 49%-ით მატულობს. ყველა სხვა რისკ-ფაქტორის (სხვადასხვა სტრესი, ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, არასწორი კვება და ჰიპოდინამია) შემთხვევაშიც კი, ამ დაავადების განვითარების რისკი ბევრად ნაკლებია.
ფსიქოფიზიოლოგები მუდმივად ატარებენ კვლევებს ოჯახური ძალადობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დასადგენად. ცნობილია, რომ ოჯახური ძალადობა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკის საშუალოდ, 70%-ით მატებას. თუ ბავშვის ცემას სქესობრივი ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი, არასაკმარისი კვება და ა.შ. ემატება, მაშინ აღნიშნულმა რისკმა შეიძლება, 350%-ს მიაღწიოს. დამატებით, შესაძლოა, ფსიქიკური დარღვევების განვითარება, სოციალური კავშირების რღვევა, ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა. ასეთი ბავშვებისგან ხშირად ყალიბდებიან სოციალურად არაადაპტირებული ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან კანონდარღვევისკენ, თვითიზოლაციისკენ და ა.შ.
ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 63 წლის ცისმარ რ-შვილი მეუღლემ და შვილმა ჯერ ცემეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადააგდეს. დაზარალებული მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული
დაზარალებულის მეზობლების განცხადებით, ინციდენტის დროს ცისმარ რ-შვილის მეუღლეც და შვილიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, ეს ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. „ქალს თითქმის ყოველდღე სცემდნენ. შვილი ადრე გაასამართლეს კიდეც, მაგრამ არაფერი ეშველათ. რაც ხელში მოხვდებათ, ყველაფრით ურტყამდნენ. ეს საცოდავი ქალი სულ გზაზე იდგა და როგორც კი პატრულის მანქანას დაინახავდა, დახმარებას სთხოვდა. ბოლოს პატრული აღარც კი უჩერებდა. გურჯაანის პოლიციასაც მიმართა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ორი დღის წინ კი მეორე სართულიდან გადმოაგდეს“, – აღნიშნეს მეზობლებმა.
თავად დაზარალებული ძალადობის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, ღამით ეზოში წაიქცა და დაშავდა. მეზობლების განცხადებით, დაზარალებული დაშინებულია: „ქმარიც და შვილიც დაემუქრნენ, პოლიციას ჩვენება არ მისცე, თორემ საავადმყოფოდან რომ გამოგწერენ, მოგკლავთო“.
მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა, ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა.
რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.
გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას ქმრების 53% ახორციელებს. არის მამის, ყოფილი ქმრის და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.
ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.
კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი – 53%, მამა – 17%, პარტნიორი – 6%, ყოფილი ქმარი – 8%, ძმა – 6%; გარდა ამისა, 3 – % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა.
კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობას ახორცილებს, ფხიზელ მდგომარეობაშია. 80% ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა; 6% კი – ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40% განიცდიდა იმას, რომ ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ის ცხოვრობს, მასზე სექსუალურად ძალადობს.
კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მსხვერპლი ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ექიმს არ მიმართავდა, გამოწვეული იყო სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით, მისი მეუღლე რომ ასე მოექცა.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემას, რაც ძალადობის მსხვერპლის დაცვის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში პოლიციის თამაშრომლები შემაკავებელი ორდერების მექანიზმს არ იყენებენ და არც სასამართლო გამოსცემს დამცავ ორდერს კონკრეტულ საქმეებზე საკმარისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად“, – განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში.
საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია, განსაკუთრებით საქართველოს რაიონებში.
„სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია 2007–2010 წლებში I ინსტანციის სასამართლოებში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების რაოდენობის შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით. მიღებული პასუხის თანახმად, თელავის სასამართლოში მხოლოდ ერთი დამცავი ორდერია დამტკიცებული, შემაკავებელი ორდერები კი ფაქტობრივად არ დამტკიცებულა“, – აღნიშნავს ტუღუში.
მისივე თქმით, პრაქტიკაში როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტს თან სდევს სხეულის დაზიანება (მაგალითად ცემა), პოლიცია იწყებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. თუ საქმეზე პირის (მოძალადის) მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მოძალადეს არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. რადგან, მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის მიერ ფაქტზე შემაკავებელი ორდერი არ იწერება, მას (მოძალადეს) ასევე არ დაუწესდება ადმინისტრაციული ღონისძიებით – შემაკავებელი ორდერით – გათვალისწინებული შეზღუდვები.
„ასეთი დინამიკით სამართალწარმოების განვითარებისას დაუცველი რჩება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და არ ხდება ძალადობის პრევენცია საჭირო ღონისძიებებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პოლიციის მუშაკების მიერ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას გათვალისწინებული იქნას შემდეგი გარემოება: საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ ზღუდავს პოლიციას გამოიყენოს მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის ადმინისტრაციული დაცვის მექანიზმი – შემაკავებელი ორდერი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების განხორციელება ოჯახური ძალადობის სპეციფიკის თაობაზე, განსაკუთრებით საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ოჯახური ძალადობის შესახებ მომართვიანობა პოლიციის მიმართ დაბალია ან საერთოდ არ ხორციელდება.
საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრებს არა მარტო ქალები, ასევე მამაკაცები, ბავშვერბი და მოხუცები მიმართავენ. ოჯახებში ყველაზე მეტად მოხუცების უფლებები ირღვევა.ძალადობის შემთხვევები ძირითადად სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
ბოლო ხანებში ქართული მედია აქტიურად აშუქებს ოჯახური ძალადობის საკითხებს, ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სპეციალური რეპორტაჟის“ ბოლო ორი გამოშვება, რომლებშიც ასახული იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები. იმედია, სახელმწიფო, მედია და სამოქალაქო სექტორი ერთობლივად მოახერხებს ამ პრობლემების მოგვარებას, იმ გულგრილობის დაძლევას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაშია გამეფებული.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) სამოქალაქო საზოგადოებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ინფორმაციას „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვანის ძალადობისგან დაცვას, ანუ გზას თუ როგორ შეგვიძლია ყოველმა ჩვენგანმა დახმარება გავუწიოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ოჯახში ძალადობის ნებისმიერი ფორმის არსებობისას, მხოლოდ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს* აქვს უფლება სასამართლო წესით მოითხოვოს არასრულწლოვანის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან და მისი თავშესაფარში მოთავსება. კერძოდ, იმავე კანონის მე–14 მუხლის მიხედვით:
1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
* მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო – სოციალური მომსახურების სააგენტო
(www.ssa.gov.ge)
ძალადობის შემთხვევების შესახებ შემოსული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სატელეფონო ზარის საშუალებით (ცხელი ხაზი 91-00-46).
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) უკვე ოთხი წელია მუშაობს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობაზე, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად ჩართული ადამიანების ცხოვრების თუნდაც მცირედით გაუმჯობესებაზე წლობით, დაუღალავად და ხშირად მხოლოდ ენთუზიაზმის ამარა, მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ. ერთ–ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ბავშვი და გარემო“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სპეციალური რეპორტაჟის“ ერთ–ერთ გამოშვებაში (19.02.2011) არცთუ სასიამოვნო ფორმით იყო ნაჩვენები. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობის ბრალია.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (სი–ეს–აი) სამოქალაქო საზოგადოებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ საქმიანობის შესახებ.
„ბავშვი და გარემოს“ ბენეფიციარებს ხშირად „ქუჩის ბავშვებს“ უწოდებენ, მიმართვის ეს ფორმა ბევრს სამართლიანად აღიზიანებს, თუმცა ყველაზე ხშირად მათ სწორედ ასე მოიხსენიებენ… მათი და ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ ურთიერთობა 90–იანი წლებიდან იწყება. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარებაზე დაიწყო ზრუნვა. მოხალისეებმა შექმნეს მობილური სამსახური, რომლის მიზანიც ამ ბავშვების დახმარება იყო… ორი წლის შემდეგომ მათ 125 ბავშვი აკითხავდა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, წინასწარ დათქმულ დროს და ადგილას – „ალექსანდროვისა“ და „კიროვის“ ბაღებში და მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა , რაც ორი წელი გაგრძელდა… ენთუზიასტები შეძლებისდაგვარად უვლიდნენ, ეთამაშებოდნენ, ასწავლიდნენ წერა–კითხვას, მოხალისე პედაგოგები, ფსიქოლოგები და ექიმები დახმარებას უწევდნენ… ორი წლის თავზე ყველაფერმა ორგანიზაციის სახე მიიღო – ერთ–ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში პირველი სადღეღამისო ცენტრი „ბეღურები“ გახსნეს, სადაც უსახლკაროებს შეეძლოთ გარკვეული პერიოდი შეეფარებინათ თავი და საბაზისო დახმარება მიეღოთ. პროექტმა საშუალება მისცათ რომ მობილურ სამსახურსაც გაეგრძელებინა ფუნქციონირება… შემდეგ დაარსეს რამდენიმე დღის ცენტრი თბილისში, ჭიათურასა და , რუსთავში ქუჩაში მყოფი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც თავშესაფარი კი ჰქონდათ, მაგრამ მთელ დღეს ქუჩაში ატარებდნენ, ასე შეიქმნა ბავშვებისათვის გარემო და საშუალება მიეღოთ არაფორმალური განათლება, ეხატათ, ემღერათ… შეეძინათ სოციალური უნარჩვევები, განვითარებულიყვნენ და გასჩენოდათ სურვილი მეორე დღესაც მისულიყვნენ ცენტრში.
პროექტების განხორციელებისთვის „ბავშვი და გარემოს“ ბევრმა დონორმა ორგანიზაციამ გაუწია მხარდაჭერა. ბოლო წლებში აქტიური დიალოგი მიმდინარეობს სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის. თანამშრომლობის ერთ–ერთი შედეგია ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსთვის სერვისების მიწოდება. მაგალითად, ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მცირე საოჯახო ტიპის სახლი რუსთავში. სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისთვის ბინა ერთ–ერთმა ბანკმა შეიძინა და მოაწყო, სადაც ბავშვები ახალ გარემოში ცხოვრობენ და ა.შ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მივესალმებით ოჯახური ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თემით მედიის მხრიდან ასეთ აქტიურ დაინტერესებას. ჩვენ ყველამ – მედია საშუალებებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ, ჩვენ–ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ადამიანების, მითუფრო ბავშვების უფლებების დასაცავად. თუმცა, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთდახმარებით, თანამშრომლობით და ურთიერთხელშეწყობით. ეს საშუალებას მოგვცემს ერთი კარგი საქმის გაკეთებისას არ გავაფუჭოთ მეორე: არ დავარღვიოთ ბავშვთა უფლებები ან არ ვატკინოთ გული მათ, ვინც უანგაროდ ზრუნავს ბავშვებზე.
საქართველოში ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკურად, განსაკუთრებით იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტმა, რაც პრობლემაზე მომუშავე პირების მიერ, მძიმე სოცილაური პირობებით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიის დაუძლეველი სენით აიხსნება.
დსფსფსდფსდ
განსაკუთრებით ხშირად ძალადობის მსხვერპლი ოჯახში ქალია, შემდეგ მოდიან ბავშვები და მამაკაცები. სტატისტიკური მაჩვენებლით, ძალადობის მსხვერპლთა საშუალო ასაკი ქალებში 24-დან 55-65 წელია, ბავშვებში 4-5 წლიდან 18 წლამდე და ზოგ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც, ხოლო მამაკაცებში, ძირითადად, საპენსიო ასაკი, ისიც ხშირად დაქვრივებულ მამაკაცებში. როგორც ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა, ნატალია ზაზაშვილმა “დრონი.ჯი”-სთან საუბრისას განაცხადა, სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს საინფორმაციო საშუალებების უფრო მეტად ხელმისაწვდომობით, ვიდრე გასულ წლებში იყო შესაძლებელი.
ნატალია ზაზაშვილი: შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი, არც შეცვლილა, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ასევე სახელმწიფოს მიერ მოძიებული მონაცემების საშუალებით.