ხშირად მიიჩნევენ, რომ ოჯახური ძალადობა ფემინიისტების მიერ ხელოვნურად გაზვიადებული და მოგონილი თემაა. თუმცა, ევროსაბჭოს მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით გამოირკვვა, რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე ქალბატონი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.
საქართველოში მოქმედი კანონით „ოჯახური ძალადობბა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევას ფიზიკური, ფსიქიკური, სექსუალური ძალადობით, იძულებით ან იგივე ქმედების მუქარით, აგრეთვე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თავისუფალი განვითარების შეზღუდვით.“ (თავი 1, მუხლი 3.).
ძალადობა, როგორც წესი, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე ხორციელდება.
ქართული კონსერვატორულ¬ლი საზოგადოების ცნობიერებაში ოჯახი ხელშეუხებლად ითვლება, რის გამოც ძალადობის შემთხვევები, ძირითადად, იმალება. საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ქვემო ქართლში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლების გამო სპეციფიკური რეგიონია. ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოაშკარავებას აქაც ერიდებიან. „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ქვემო ქართლის კომიტეტი რეგიონში 2003 წლიდან მუშაობს.
ლეილა სულეიმანოვა- კომიტეტის ხელმძღვანელი: „ჩვენ რეგიონში გვხვდება ეკონომიკური, ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ფიზიკური ძალადობა, როგორც წესი, მიმართულია ხოლმე ქალისა და ბავშვის მიმართ. ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა მეზობლის სახლიდან ყვირილის ხმა გაუგონია. ძალადობა მხოლოდ ცემა და `ხანჯლების ტრიალი~ არ არის. ოჯახში ძალადობის გამომწვევ ძირითად მიზეზებად ალკოჰოლიზმი და ნარკომანია ითვლება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებსაც.“
ლეილა სულეიმანოვა ამბობს, რომ ოჯახური ძალადობა ის თემაა, რომელსაც საზოგადოებაში ტაბუ ადევს. ძალადობის ფაქტის საჯაროდ განხილვას ყოველთვის ერიდებიან, თუმცა ცენტრში დაფიქსირებულ ერთ ისტორიას მაინც იხსენებს: „ჩვენ ცენტრს მომართეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მეზობლებმა. მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ქვრივი ქალბატონი ოჯახის წევრებმა სახლიდან გააგდეს. აღმოჩნდა, რომ სამი შვილის დედა ორსულად იყო სხვისგან. მსხვერპლი დროებით თავშესაფარში გადავიყვანეთ. ჩვენი ცენტრის თანამშრომლებს პოლიციასთან ერთად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ რათა ოჯახს ქალის დევნა შეეწყვიტა. დღეს ის სხვა ოჯახში ცხოვრობს და კონფლიქტი მოგვარებულია.“
ქვემო ქართლში მსხვერპ¬პლთათვის იურიდიული მომსახურება 2003 წლიდან მოქმედებდა „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის” ფინანსური დახმარებით, თუმცა, ამჟამად შეჩერებულია. ლეილა სულეიმანოვა ამბობს, რომ ძალადობისაგან თავის ასარიდებლად საუკეთესო გზა ქალის როლის გაძლიერებაა. ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებისათვის დამახასიათებელი ტრადიციების გამო, ქალის როლი ოჯახის მოვლით შემოიფარგლება. რაც მეტად არის ქალის შესაძლებლობები რეალიზებული, მით ნაკლებია შანსი, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდეს. ქალთა ემანსიპირებულობის გასაზრდელად „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა” გახსნა ქართული და ინგლისური ენებისა და კომპიუტერის კურსები მანდილოსნებისათვის. უმცირესობების ენაზე ითარგმნა კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. გარდა ამისა, ცენტრის ბაზაზე მოქმედებს საქართველოში პირველი ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალადობის ფაქტის შემდეგ მსხვერპლი, როგორც წესი, უკან, მოძალადესთან ბრუნდება, რაც ძალადობის განმეორების რისკს ზრდის. მსხვერპლისა და მოძალადის დროებით განცალკევებას კანონიც ითვალისწინებს, თუმცა, დღემდე სახელმწიფოს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.