გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ძდექ-ის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “SHIELD” „ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში~. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახლდა შსს აკადემიის საბაზისო სწავლების კურიკულუმის საგანი -ოჯახში ძალადობის შესახებ.
განახლებული მოდულის მიხედვით საქართველოს სამხარეო მთ. სამმართველოს პოლიციელებს ჩაუტარდათ 10 ერთდღიანი ტრეინინგი ‘ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით~. ტრეინინგები ჩატარდა: საგარეჯოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გორში, მცხეთაში, თელავში, მარნეულში, რუსთავში, დუშეთში, სურამში და თბილისში.
აღნიშნულ ტრეინინგებში 187-მა საპატრულო პოლიციისა და საუბნო სამსახურის თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ტრეინინგები ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძდექ-ის ორგანიზებით.
ტრეინინგების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, მიმოხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები როგორიცაა ‘ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ~ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (თავი VII3), საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #665 (05.10.2009) “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება #1079 (11.09.2006) და ბრძანება #333 (24.03.2010) “შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე, მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის 152/ნ – 496 – 45/ნ ერთობლივი ბრძანება ‘ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ~ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №1094 ბრძანება ‘ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესისა და პირობების, აგრეთვე მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და ჩამორთმევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ~, ‘პოლიციის შესახებ~ საქართველოს კანონი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს #875 ბრძანება ‘საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
დამატებით მონაწილეებს მიეწოდათ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში დამცავი და შემაკავაებელი ორდერების გამოცემის შესახებ 2009-2010 წლებში (სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით), უკრაინის სტატისტიკა 2008 წლის მაჩვენებლებითა და ფინეთის სტატისტიკა 1997 წლიდან 2006 წლის ჩათვლით.
ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის ფორმები, მათი მახასიათებელი ნიშნები. ოჯახში ძალადობის ფაზების აღწერის მიზნით გამოყენებულ იქნა უოლკერის მოდელი და დემონსტრირებულ იქნა ძალადობის ბორბალი.
მონაწილეებს დაურიგდათ შემაკავებელი ორდერის ფორმები, შევსებული ნიმუშები და ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობა ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სწორ რეაგირებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით დემონსტრირებულ და განხილულ იქნა ვიდეოფილმები, სადაც გამოიკვეთა პოლიციის თანამშრომელთა სწორი ქმედებები ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას.
ტრენინგების დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა მიიღეს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატები.
Hey! Do you know if they make any plugins to help with Search Engine Optimization?
I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good results.
If you know of any please share. Thank you!
I visited multiple web pages however the audio quality for audio songs existing
at this web site is really marvelous.