ესტონეთის საელჩოში, პროექტის ,,საქართველოს ადინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობებსება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერლთა დასახმარებლად” ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა, მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის პრობლემის შესწავლას.
კვლევის დროს, რომელიც 2010 წელს სქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, 1250 ადამიანი გამოკითხა.
არსებული მონაცემებით, საქართველოში ყველა მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია., მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35% ფიზიკურად ძალადობს ბავშვზე, მსხვერპლთა 58% ქუჩაში გასვლისას, ხოლო 48% სახლში დარჩენისას ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
გამოკითხულთA 60% ამბობს, რომ ბავშობისას მამის მხრიდან დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის, 50% ფიზიკური ძალადობის, ხოლო 15% სექსუალური ძალადობის მომსწრე გახდა.
გამოკითხულ მსხერპლთა 8% ინცესტის, 4% თანატოლების მხრიდან, ხოლო 4% უფროსების მხრიდან სქსუალური ძალადობის მხვერპლია.
საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიზის წარმომადგენელის, ედგარ მგელძის თქმით, ძალადობა საქართველოსთვის ძალიან დიდი ტკივილია.
,,მივიღეთ კანონი რომლიც სანთელივით აინთო და მივხვდით რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გავაკეთეთ შეუძებელი, ვეძებდით და ვეძებთ გამოსავალს და მხოლოდ ციფრები და სტატისტიკა ვერაფერს შეცვლის, მთავარია ანალიზი, გამოსავლის ძიება და საჭირო მასებზე სერიოზული მუშაობა”,- განაცხადა მგელაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2009-10 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, იყო 13 მკვლელობა და 5 მკვლელობის მცდელობა, რაც წინა წლებთან შედარებით უფრო ნაკლები მაგრმ მაინც საგანგაშო სტატისტიკაა.
ესტონეთის ელჩის, ტომას ლუკის განცხადებით, საგანგაშო მდგონარეობაა კახეთსა და სვანეთი.
,,სვანეთში გამოკითხულთა 69% ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 29% პროცენტი კი ოსრულობის დროს ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია”,- განაცხადა ლუკმა.
პროექტს ,,საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობებსება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერლთა დასახმარებლად” მესამე წელია არასსამთავრობო ორგანიზაცია ,,ძAლადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო მოხელეები, პოლიციელები, ექიმები, სოციალური სფეროს მუშაკები და სხვა სპეციალისტები.
პროექტის მიზანი ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის გაფართოვება, საქრთველოში ძალადობის გავრცელებაზე კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და ძალადობის მსხვერპლთაA დროული და პროფესიული დახმარების აღმოჩენაა.