“სისხლის სამართლის კოდექსს”, დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, ახალი, სპეციალური მუხლი დაემატება. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
იმ შემთხვევაში თუ ოჯახურ ძალადობას რომელიმე წევრის სიცოცხლე ემსხვერპლება, მოძალადე 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.