“მახსოვს 25 იანვარი იყო, ცივი საღამო. ტელევიზორს ვუყურებდით მე და დედა, დივანზე წამოწოლილები,
მამა განერვიულებული ჩანდა, ვიღაცის სატელეფონო ზარმა აუშალა ნერვები. შავი შარვალი, მწვანე სახლის ჩუსტები და თხელი ვარდისფერი ზედა მეცვა, ვფიქრობდი რა მეყიდა მამისთვის, მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
უცებ ყვირილი დაიწყო მამაჩემა, ჯერ მე მწვდა თმაში, მერე როცა დედა მოსახმარებლად მოვიდა, მამამ პატარა სკამი აიღო და მოუქნია სახეში, დავინახე როგორ შეესხა მინებს დედას სისხლი,ინსტიქტურად ძირს დაეცა, მამამ სკამის რტყმა გააგრძელა, ვხედავდი როგორ ესხმეოდა სისხლი იატაკს და როგორ ჩნდებოდა სისხლის მდინარეები, შოკში ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი. დედას ხელი მოვკიდე, ავაყენე და გარეთ გავიქეცით, მე და დედა ფეხშიშველები მივრბოდით ზამთარში, ვხედავდი როგორ ჩამოსდიოდა ცრემლებთან ერთად სისხლი სახეზე, მივრბოდით, მაგრამ არ ვიცოდით სად.. მე დედას ვაწყნარებდი, ვკანკალებდი, სიცივისგან კი არა, მეშინოდა. უკან ვიხედებოდი ხო არ მოგვზდევს მეთქი. როგორც იქნა დედას დაქალთან მივედით, დედა სავაადმყოფოში წაუყვანეს, მე სახლში მარტო დავრჩი და ვიჯექი ოთახის კუთხეში… “